მანჯგალაძე - „სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი“ და „დროა“ ერთიანი სიის ფორმირების საკითხს განიხილავს

მანჯგალაძე - „სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი“ და „დროა“ ერთიანი სიის ფორმირების საკითხს განიხილავს

1-11-2022, 16:00 - 2022
301
       

„სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი“ და „დროა“ ერთიანი სიის ფორმირების საკითხს განიხილავს, რომელიც ამომრჩევლის ნების მიხედვით უნდა დაკომპლექტდეს.
 
როგორც „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატი პაატა მანჯგალაძე აღნიშნავს, სიის ფორმირების საკითხი განიხილება, თუმცა, გადაწყვეტილი არ არის.
 
პრაიმერის მექანიზმი იქნება, სანდო სოციოლოგია, თუ შიდა კენჭისყრა, ეს იქნება დემოკრატიულ მექანიზმზე აწყობილი. საუბარია ყველაზე დემოკრატიულ მექანიზმზე, რომ ევროპაში და ამერიკაში აპრობირებული მეთოდის შესაბამისად, ჩატარდეს შიდა არჩევნები მხარდამჭერებში და არჩევნებმა განსაზღვროს სიაში ადამიანების რიგითობა. ერთ- ერთ მეთოდად განვიხილავთ ამ მექანიზმს, მაგრამ სია არ არის პრიორიტეტი, ეს არის ბოლო საკითხი. სახელისუფლებო მედია აქტიურად მეკითხება ამაზე, რომ ხალხში გაჩნდეს განცდა, თითქოს, ჩვენ არ გვაინტერესებს ევროპაში ინტეგრაცია და მთავარი საკითხია სია. არ არის სიის განაწილების მექანიზმი ჩვენთვის პრიორიტეტი. მთავარი საკითხი არის გაერთიანება იდეების, პრინციპების და საერთო გადაწყვეტილებების გარშემო“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები