სამადაშვილი: ამომრჩეველი ელოდება ალტერნატივას - არც „ოცნება“ და არც „ნაცმოძრაობა“ - „ლელო“ შესთავაზებს საზოგადოებას ალტერნატივას

სამადაშვილი: ამომრჩეველი ელოდება ალტერნატივას - არც „ოცნება“ და არც „ნაცმოძრაობა“ - „ლელო“ შესთავაზებს საზოგადოებას ალტერნატივას
1-11-2022, 15:57 - 2022
411

„ამომრჩეველი ელოდება ალტერნატივას, რომელიც არ იქნება არც „ქართული ოცნება“ და არც „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“ გეგმავს ეს ალტერნატივა შესთავაზოს საზოგადოებას“, - ასე ეხმიანება „ლელოს“ დეპუტატი სალომე სამადაშვილი ოპოზიციის ერთიანი სიის ფორმირების იდეას.
 
მისი თქმით, ყველა პროდასავლურ ძალასთან კოორდინაცია მნიშვნელოვანია, თუმცა, „ლელოს“ დღის წესრიგია საკუთარი მხარდამჭერების გაზრდა.
 
ლელოს“ დღის წესრიგია პარტიული გაძლიერება და მხარდამჭერების გაზრდა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ სწორედ ალტერნატივას ელოდება დღეს დიდი რაოდენობით ჩვენი თანამოქალაქე, იმ ალტერნატივას, რომელიც არ იქნება არც „ქართული ოცნება“ და არც „ნაციონალური მოძრაობა“. „ლელო“ გეგმავს, რომ მსგავსი ალტერნატივა შესთავაზოს ამომრჩეველს", - განაცხადა სამადაშვილმა.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა