ხვიჩია - ჩვენთან პრობლემა ერთპარტიული მმართველობაა

ხვიჩია - ჩვენთან პრობლემა ერთპარტიული მმართველობაა

31-10-2022, 23:16 - 2022
306
       

„ჩვენი კონტექსტი უცვლელია ბოლო 30 წლის განმავლობაში - ჩვენ ყოველთვის, ოლიგარქებიც რომ არ გვყავდნენ ხელისუფლებაში, ანალოგიური ტიპის პრობლემა გვაწუხებდა“, - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში განაცხადა.


როგორც ხვიჩიამ აღნიშნა, ერთპიროვნული და ერთპარტიული ძალაუფლების პრობლემა ამ ქვეყანაში ყოველთვის იყო.

„ჩვენ ახლაც იგივე პრობლემა გვაქვს. სადღაც, საერთოდ სხვა ქვეყანაში რაღაც პრობლემას ოლიგარქიზაცია დაერქვა და იმის გამო რომ დაემთხვა, რომ ერთპიროვნული მმართველი ფულიანი ადამიანია და ეს ტერმინი რაღაცნაირად დატრენდილია მსოფლიოში და ცუდს ნიშნავს, ჩვენ გვინდა მისი პირდაპირ აქეთ გადმოტანა. ერთს უნდა მისი დაუსაბუთებელი შემოტანა, ხოლო მეორე ასევე დაუსაბუთებელი უარყოფა. დაუსაბუთებელი უარყოფა ნიშნავს, რომ კანონი ყველას შეეხება ერთი კაცის გარდა“, - განაცხადა ხვიჩიამ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები