სარჯველაძე: დეოლიგარქიზაციის კანონი ბიძინა ივანიშვილზე არ გავრცელდება

სარჯველაძე: დეოლიგარქიზაციის კანონი ბიძინა ივანიშვილზე არ გავრცელდება

31-10-2022, 12:10 - 2022
428
       

"გამოვრიცხავ, რომ დეოლიგარქიზაციის კანონის მოქმედება გავრცელდეს პერსონალურად ბიძინა ივანიშვილზე", - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.


მისივე თქმით, კანონი არ იქმნება კონკრეტული პერსონალიების სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ.

"როცა ოლიგარქიაზე ვსაუბრობთ, მთავარი რაც არის ოლიგარქის ცნებაში, რომ ხელისუფლებას იყენებდეს საკუთარი ინტერესებისთვის და ჰქონდეს მასზე გავლენები, მერწმუნეთ, ბიძინა ივანიშვილთან მიმართებით არ არსებობს ასეთი დასკვნის გასაკეთებლად არავითარი საფუძველი. გამოვრიცხავ რომ ამ კანონის მოქმედება გავრცელდეს პერსონალურად ბიძინა ივანიშვილზე", - განაცხადა სარჯველაძემ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები