„პარტია „ლელოს“ გაძლიერება ივანიშვილის დამარცხებას ნიშნავს“, - ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, გაუგებარია „დროას“, „გირჩი-მეტი თავისუფლებისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ გადაწყვეტილება.
„ჩემთვის გაუგებარია, ისინი რა გაერთიანებაზე საუბრობენ, რადგან კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ არ აპირებენ ამომრჩევლების წინაშე ისე წარდგნენ, როგორც ერთი საარჩევნო სუბიექტი. ამიტომ, მგონი, ამ ინიციატივასთან დაკავშირებით, ძალიან ბევრი გაუგებრობაა [...] მთავარი ამოცანაა, რომ პარტია ლელო გავაძლიეროთ. ჩვენ სწორედ ეს გზა მიგვაჩნია ბიძინა ივანიშვილის დამარცხების ფორმულად“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.