გუგავა ოპოზიციას: უნდა დატოვოთ არალეგიტიმური პარლამენტი

გუგავა ოპოზიციას: უნდა დატოვოთ არალეგიტიმური პარლამენტი

29-10-2022, 14:45 - 2022
409
       

"თუ სურს, დებიძინიზაცია, მაშინ ოპოზიციამ უნდა გამოიჩინოს პრინციპულობა და დატოვოს არალეგიტიმური პარლამენტი",  - ამის შესახებ ,,ლეიბორისტული პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი გუგავამ, განაცხადა. 

მისი განმარტებით, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეუერთდება მისი პარტია ოპოზიციის გაერთიანების იდეას.

ხელისუფლების შესაცვლელად, ამ ოლიგარქიული რეჟიმის გასაძევებლად ქართული პოლიტიკიდან საჭიროა, ოდნავი პრინციპულობა გამოიჩინოს საპარლამენტო ოპოზიციამ, დატოვოს არალეგიტიმური პარლამენტი!

ჩვენ მზად ვართ, შევქმნათ ერთიანი ოპოზიციური ფრონტი, დავდგეთ ერთად რუსთაველზე, აღვასრულთ ის მიზანი, რომელსაც ამდენი ხანია, ჩვენგან ხალხი ელოდება, ესაა საქართველოს დეოლიგარქიზაცია, დებიძინიზაცია!

გამოვიდნენ პარლამენტიდან, შეიქმნას ეროვნული ხსნის კომიტეტი, აღვადგინოთ ძველი, ერთიანი ფორმატი", - ამბობს გიორგი გუგავა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები