მარგველაშვილი ოპოზიციას: დატოვეთ პარლამენტი

მარგველაშვილი ოპოზიციას: დატოვეთ პარლამენტი

29-10-2022, 14:40 - 2022
472
       

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ოპოზიციას მიმართა.

მან ოპოზიციურ პარტიებს პარლამენტი დატოვებისკენ მოუწოდა.

"ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც უარს იტყვის თანამშრომლობაზე, ამ ხელისუფლების ლუსტრაციას მოახდენს და გამოიყვანს ოპოზიციას პარლამენტიდან, დაძაბავს სიტუაციას, არის პოზიტიური და მისაღები. 

უნდა იმოქმედო! პირველი, რა თქმა უნდა, პარლამენტი უნდა იქნას დატოვებული. ეს არ გადაწყვეტს სიტუაციას, მაგრამ მას დაძაბავს და ნამდვილას ეს მოახდენს ლუსტრაციას. 

ჩვენი დასავლელი პარტნიორები, რომელთა 24 საათიან ლანძღვას ვიგებთ ხელისუფლებისგან, ძალაუნებურად წამოგვყვებიან ჩვენ ამ ნაბიჯში", - აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები