"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია 3 ოპოზიციური პარტიის კოორდინაციასა და ერთობლივ თანამშრომლობაზე საუბრისას ამბობს, რომ საჭიროა, გამოიკვეთოს, თუ რას გულიხმობს "ერთიანობის" იდეა.
მელიას შეფასებით, ოპოზიციის ერთიანი სია თავშივე განწირულია.
"უნდა გამოვკვეთოთ, ერთიანობის იდეა რას გულისხმობს. თუ ეს, რა თქმა უნდა, არ არის ერთ სუბიექტად გადაქცევა, ამას წინ არაფერი არ ედგა და არ დაუდგება, ხომ? ეს ცალსახაა. პირდაპირ გეუბნებით, ერთიანი სია არის თავშივე განწირული. უბრალოდ, წარმოუდგენელია, მით უფრო, თუ ჩვენ, ჯერ ერთიც, უნდა ვისაუბროთ, არჩევნები როგორ მოვიპოვოთ, მერე 2024 წელს, დავუშვათ, კალენდარით გაწერილი თუ არის არჩევნები, ეს არჩევნებიც მოსაპოვებელია, თავისუფალი არჩევნები მაქვს მხედველობაში. დავუშვათ, ის, რაც მოჩანს გვირაბის ბოლოს. არჩევნები თავისუფალ გარემოში ხომ გვინდა, ჩატარდეს?
მე ვფიქრობ, რომ ამას ნათელი უნდა მოვფინოთ. თუ ჩვენ ვსაუბრობთ საარჩევნო ნორმალური ან ნორმალურთან მიახლოებული გარემოს შექმნის გარშემოც თანამშრომლობას, მე აქ უბრალოდ ვხედავ მაქსიმალურად ყველა პოლიტიკური პარტიის ჩართულობას - იქნება ეს საპარლამენტო, არსაპარლამენტო, მეტ-ნაკლებად ახლოს მდგომი შეხედულებებით პოლიტიკურ პარტიებს თუ შორს მდგომი პოლიტიკური შეხედულებსი პარტიებს", - განაცხადა ნიკა მელიამ.