საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებებს გამოეხმაურა.
ვოლსკიმ გახარიას ვირთხა უწოდა.
„არ მგონია, რომ ადამიანს, რომელსაც გარკვეული ურთიერთობა გააჩნდა თუნდაც ბიძინა ივანიშვილთან, მის გუნდთან, რაიმე რეალური ჰქონდეს იმასთან დაკავშირებით, რომ დარღვევები, ან გადაცდომები არსებობს, რომელსაც შეიძლება თუ არა პოლიტიკური სპეკულაცია, რაიმე სხვა საფუძველი ჰქონდეს.
არ ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში იგი როგორც პოლიტიკოსი და როგორც თუნდაც პიროვნება, საუკეთესო მხრით წარმოდგა.
ვირთხასთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით.
დაავიწყდა საზოგადოებას, მის დიდ ნაწილს, გახარიას არსებობა პოლიტიკურ ველზე და თუ არა ესეთი დაყროყინება, არა მგონია, რომ შეუძლია, ყურადღება მიიქციოს“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.