დეკანოიძე - ენმ-ს სურვილია, რომ პატარა პარტიებმა მეტი მხარდაჭერა მოიპოვონ

დეკანოიძე - ენმ-ს სურვილია, რომ პატარა პარტიებმა მეტი მხარდაჭერა მოიპოვონ

28-10-2022, 14:18 - 2022
406
       

"ენმ-ს სურვილია, რომ პატარა პარტიებმა მეტი მხარდაჭერა მოიპოვონ", - ამის შესახებ ენმ-ს ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე საერთო სიის განხილვა არ მიმდინარეობს.

"საერთო სიის ან სხვა ტექნიკური შერწყმის იდეა ჩვენს პარტიაში არ განიხილება. უფრო მეტსაც გეტყვით, რომ ნაციონალური მოძრაობის, როგორც ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის სურვილი და მიზანია, სხვა პატარა პარტიებმა გაცილებით უფრო მეტი იმუშაონ და მეტი მხარდაჭერა მოიპოვონ [...] კოორდინაცია, ერთიანობა, ერთიანი იდეა, პროტესტის დროს ერთიანი გამოსვლა და არჩევნების მოპოვება, რა თქმა უნდა, ჩვენ ეს ძალიან მართებულად და სწორად მიგვაჩნია. სხვა ფორმალიზებულ საკითხზე, ჯერჯერობით ლაპარაკი არ ყოფილა", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ. 

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები