გვრიტიშვილი: გამოვააშკარავებთ ყველას

გვრიტიშვილი: გამოვააშკარავებთ ყველას

27-10-2022, 23:58 - 2022
382
       

„გამოვააშკარავებთ ყველა იმ სუბიექტს, რომელიც არაჯანსაღ მიზნებს ისახავს სასამართლო ხელისუფლების მიმართ“, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა განაცხადა.


მისი განცხადებით, ის და მურუსიძე თავად შექმნიან საჭირო დღის წესრიგს.

„ჩვენ აღარ დაველოდებით თავდასხმებს ჩვენზე, არ ავეწყობით ვიღაცის დღის წესრიგზე, არამედ ჩვენ თვითონ შევქმნით დღის წესრიგს. ჩვენ ვიქნებით პროაქტოიულები, გამოვააშკარავებთ ყველა იმ სუბიექტს, რომელიც არაჯანსაღ მიზნებს ისახავს სასამართლო ხელისუფლების მიმართ, ცდილობს დააკნინოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, მაგალითად თამაშგარე დატოვოს და განხეთქილება შეიტანოს სასამართლო კორპუსში. ასეთ სუბიექტებს ვამხელთ კონკრეტული ფაქტებითა და მტკიცებულებებით, განსხვავებით ჩვენი ოპონენტებისგან, რომლებიც წლების განმავლობაში თითიდან გამოწვეული ბრალდებებით ცდილობენ ცალკეული მოსამართლეების დისკრედიტაციას“, - განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები