ქადაგიშვილი: ბიძინა ივანიშვილი დასანქცირების ღირსია?

ქადაგიშვილი: ბიძინა ივანიშვილი დასანქცირების ღირსია?

27-10-2022, 17:02 - 2022
661
       

"ქართული ოცნების" დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი ბიძინა ივანიშვილის ოჯახის დასანქცირებას გამოეხმაურა.

მისი განცხადებით, "ენმ"-ს მხოლოდ ის აინტერესებს რაც უფრო ცუდი მოხდება ქვეყანაში.

"ნაციონალური მოძრაობის" ოცნებაა, რომ რამენაირად საქართველო დასანქცირდეს და დაიჩაგროს. 

მათ შორის, ბიძინა ივანიშვილი არის საქართველოს მოქალაქე. და რა, ივანიშვილი რამით არის დასანქცირების ღირსი? რადგან ეს რომან გოცირიძესა და ენმ-ს სურს, რამეს ნიშნავს? მათ ნებისმიერი ქართველი ადამიანის დასანქცირება გაუხარდებათ, ვინც არ უნდა იყოს. 

საქართველოსთვის რაც უფრო ცუდი რამე მოხდება, ეს არის მათი პოლიტიკის, ასე ვთქვათ, ერთადერთი ჟანგბადი. 

ქართულ პოლიტიკაში სხვა რესურსი მათ არ გააჩნიათ", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები