ქემოკლიძე - „ქართულ ოცნებას“ გარყვნაში ეხმარებიან გვრიტიშვილი, ჩინჩალაძე და მურუსიძე

ქემოკლიძე - „ქართულ ოცნებას“ გარყვნაში ეხმარებიან გვრიტიშვილი, ჩინჩალაძე და მურუსიძე

26-10-2022, 23:04 - 2022
514
       

„ქართული ოცნება“ გაირყვნა ძალაუფლებაში და ამ გარყვნაში ეხმარებიან ბატონი გვრიტიშვილი, ჩინჩალაძე და მურუსიძე“, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, კახა ქემოკლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში განაცხადა.


კახა ქემოკლიძის განცხადებით, როდესაც სასამართლო ხელისუფლება შეიცვლება, მოსამართლეები დიმიტრი გვრიტიშვილი, მიხეილ ჩინჩალაძე და ლევან მურუსიძე სასამართლოს წინაშე თავად წარდგებიან.

მე მგონია, სასამართლო ხელისუფლება რომ შეიცვლება და ნამდვილი და ობიექტური სასამართლო იქნება, ეს ორი ადამიანი, ერთი ვაჟბატონიც და მეორეც ობიექტური სასამართლოს წინაშე თავადაც უნდა წარდგნენ. შეუძლებელია ემსახურებოდე პრეზიდენტ სააკაშვილს, გირგვლიანის საქმეში იყო მთავარი სისტემური ჩონჩხი და არქიტექტორი, მაშინ ხელს ითბობდე, შემდეგ ხელისუფლება შეიცვალოს და ისევ კარგ ბიჭად დარჩე, ასეთი რამ შეუძლებელია.

რეალურად სამართლიანი სასამართლო თუ იქნება ამ ქვეყანაში, აუცილებლად იქნება სამართლებრივი პასუხისმგებლობა ამ ადამიანების. ამ ადამიანებს არც რეპუტაცია აქვთ, არც გაკეთებული საქმეები აქვთ, გაფუჭებული საქმეების გარდა არაფერი არ აქვთ დედამიწის ზურგზე, ჩემი აზრით და საბოლოო ჯამში კიდე აქეთ საზოგადოებას ემუქრებიან სხვადასხვა კუთხით“, - განაცხადა კახა ქემოკლიძემ

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები