გიგა ბოკერია: რატომ უნდა ვენდო ელენე ხოშტარიას და ზურაბ ჯაფარიძეს

გიგა ბოკერია: რატომ უნდა ვენდო ელენე ხოშტარიას და ზურაბ ჯაფარიძეს

26-10-2022, 19:57 - 2022
442
       

„რატომ უნდა ვენდო ელენე ხოშტარიას და ზურაბ ჯაფარიძეს“, -  ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.
 
მისი თქმით, ივანიშვილის რეჟიმის დასამარცხებლად საჭიროა ყველა პოლიტიკური ჯგუფის მიერ საკუთარი ამომრჩევლის, მომხრეების რაოდენობის ზრდა.
 
ამას სჭირდება პოლიტიკური პროცესის მიმართ ნდობის აღდგენა, რომელიც საპარლამენტო ოპოზიციამ, ენმ-მ, ლელო, აღმაშენებლმა და ბევრმა სხვამაც ძალიან დააზიანეს.
 
რაც შეეხება კოორდინაციას და ამ ლოზუნგს გაერთიანებისა, ევროპული საქართველო ვიყავით საქმიანი კოორდინაციის ინიციატორები საპარლამენტო არჩევნებზე და ამის შემდეგაც და გვაქვს ძალიან ცუდი გამოცდილება ზემოთ ჩამოთვლილი პარტიებისგან პარტნიორის გადაგდების, მოტყუების, საზოგადოებისთვის სიტყვის გატეხვის.
 
ამიტომ მე მაინტერესებს ზურა ჯაფარიძისგან და ელენე ხოშტარიასგან მოვისმინო რა არგუმენტი აქვთ, რა საფუძველი აქვთ, რომ ამჯერად ჩვენ გვქონდეს ნდობის საფუძველი. ამ პროცესს დაველოდებით, რათა გავიგოთ, თუ რამდენად აქვს ამ კოორდინაციას აზრი
“, -განაცხადა გიგა ბოკერიამ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები