პაპუაშვილის განცხადებით, რადიკალური ოპოზიცია უცხოელ პარტნიორებს არწმუნებს, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს

პაპუაშვილის განცხადებით, რადიკალური ოპოზიცია უცხოელ პარტნიორებს არწმუნებს, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს

26-10-2022, 19:13 - 2022
387
       

„პირდაპირ ვაკვირდებით კამპანიას, რომელსაც ეწევა რადიკალური ოპოზიცია, კამპანიას სახელწოდებით: არ მოგვცეთ კანდიდატის სტატუსი“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა,
 
მან შეაფასა რამდენიმე ოპოზიციონერის განცხადება, რომ ჩვენ კანდიდატის სტატუსს არ მოგვცემენ.
 
ეს არ არის პირველი შემთხვევა. პირდაპირ ვაკვირდებით კამპანიას, რომელსაც ეწევა რადიკალური ოპოზიცია, კამპანიას სახელწოდებით - არ მოგვცეთ კანდიდატის სტატუსი. ეს იყო ივნისში, სანამ ევროპული საბჭო მიიღებდა გადაწყვეტილებას და ამას ვხედავთ მთელი ეს პერიოდია. ეს პირდაპირ ხელისგულზე დევს. მათი ქმედებები და მათი სიტყვა ადასტურებს, რომ ეს არის ჩვეულებრივი ფართომასშტაბიანი კამპანია იმისთვის, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ლოგიკა არის ძალიან მარტივი და ამავე დროს სამწუხარო, ვინაიდან ჩანს თუ რამდენად დაცლილია რადიკალური ოპოზიცია ყოველგვარი პატრიოტიზმისგან. ლოგიკა არის შემდეგი - კანდიდატის სტატუსის მინიჭება ქვეყნისთვის ეს იქნება ხელისუფლების გაძლიერება და ყველაფერი რაც აძლიერებს საქართველოს ხელისუფლებას, მათი გადმოსახედიდან, არის ცუდი, ვინაიდან მათ სურთ ერთადერთი რამ, რომ შეასუსტონ ხელისუფლება, შეასუსტონ ხალხის მიერ არჩეული მთავრობა და რამენაირად, არეულობის გზით, დაიბრუნონ ის აბსოლუტური ძალაუფლება რომელიც მათ წლების წინ ჰქონდათ და რომელიც ასე ენატრებათ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
 
მისივე თქმით, რადიკალურ ოპოზიცია, ნაცვლად იმისა, რომ დაკავებული იყოს რეკომენდაციების შესრულებაში საკუთარი წვლილის შეტანით, დაკავებულია სხვადასხვა ვოიაჟებში მონაწილეობით და უცხოელი პარტნიორების დარწმუნებით, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი.
 
რაც შეეხება რეალურ დამოკიდებულებას, რომელსაც ევროკავშირში ჩვენ ყოველდღიურად ვხვდებით, მათ შორის სამიტის ფარგლებში გვქონდა შეხვედრა ევროპარლამენტის პირველ ვიცე-სპიკერთან და ასევე, ჩეხეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან. ჩეხეთი დღესდღეობით არის ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა. ასე რომ, აქ ყველაფერი გარკვეულია. ჩვენ გვაქვს სრული მხარდაჭერა ჩვენი ევროპელი კოლეგების და ცალკეული ქვეყნების სრული მხარდაჭერა“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები