ღუდუშაური ოპოზიციაზე: ზარმაცები, უქნარები

ღუდუშაური ოპოზიციაზე: ზარმაცები, უქნარები

26-10-2022, 15:17 - 2022
402
       

"ზარმაცები, უქნარები", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

მისი განცხადებით, შესაძლოა, ოპოზიციამ 2024 წლის არჩევნებამდეც ვერ მიაღწიოს.

„სამწუხაროა, რომ ქვეყანაში ჯერ კიდევ არსებობს ისეთი ოპოზიციური პარტიები, რომლებისთვისაც მთელი მათი ცხოვრების განმავლობაში ვერ მოიძებნა დრო, ქვეყნისთვის იოტისოდენა სასიკეთო საქმე მაინც გააკეთონ. ახლა, როდესაც ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის, მათ ძირითადად მოეთხოვებათ ერთადერთი, მონაწილეობა მიიღონ დეპოლარიზაციაში და იყვნენ კონსტრუქციულები. ამასაც კი არ აკეთებენ. ესენი არიან საპარლამენტო საქმიანობაში ზარმაცები. თითი თითზე არ აქვთ დადებული ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის. ძალიან სამწუხაროა, რომ ყველა პუნქტთან [ევროკავშირის 12 რეკომენდაცია] მიმართებით ასეთი დამოკიდებულება აქვს ოპოზიციას. ესენი არიან ზარმაცები, უქნარები და მათ მიერ არგუმენტირებულ, საქმეზე და შედეგზე ორიენტირებულ ვერც ერთ მოქმედებას ვერ დამისახელებთ. ხედავთ, რა დღეშია რადიკალური ოპოზიციის ნაწილი, დღიდან დღემდე მათი რეიტინგი ილევა და ალბათ 2024 წლის არჩევნებამდე ვერც კი მიაღწევენ", - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები