ღუდუშაური: ფაქტები არის ჯიუტი - საქართველო ყველა პოზიციაში დომინანტი და მოწინავეა

ღუდუშაური: ფაქტები არის ჯიუტი - საქართველო ყველა პოზიციაში დომინანტი და მოწინავეა

25-10-2022, 14:43 - 2022
440
       

„ფაქტები არის ჯიუტი, საქართველო ყველა პოზიციაში არის დომინანტი და მოწინავე", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.


მისი თქმით, როცა უკუსვლაზე და ხალხის ნების საწინააღმდეგო მოქმედებაზეა საუბარი, გასათვალისწინებელია, რომ ხალხის ნება იზომება არჩევნებზე და ვერავინ ვერ დადგება ხალხის ნებაზე მაღლა.

„პასუხი მარტივი და მკაფიოა - დეპოლარიზაციას ორი მხარის მზაობა სჭირდება. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ საკითხზე, რომელიც ქვეყნის ინტერესებსა და ქვეყნის ხვალინდელ მომავალს ეხება. ობიექტურმა საერთაშორისო პარტნიორებმა ძალიან კარგად დაინახეს, რომ ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს არ აქვს პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღების უნარი, რომ უარი თქვან ვიწრო პარტიულ ინტერესზე და ერთხელ მაინც წინა პლანზე ქვეყნის ინტერესები დააყენონ. წარმოუდგენელია, დეპოლარიზაცია ორივე მხარის გარეშე.

ფაქტები არის ჯიუტი, თუ ამოვიღებთ ციფრებს საქართველოში რეფორმების კუთხით, მაგალითად, უკრაინასთან და მოლდოვასთან შედარებით, დავინახავთ, რომ საქართველო ყველა პოზიციაში არის დომინანტი და მოწინავე. როცა უკუსვლაზე და ხალხის ნების საწინააღმდეგო მოქმედებაზე ვსაუბრობთ, ეს მგონია, რომ აზიანებს და ზოგადად საზოგადოება კარგად ხედავს, ვის აქვს პოლიტიკური პასუხისმგებლობა და ვინ გამოხატავს ხალხის ნებას. ხალხის ნება იზომება არჩევნებზე და ვერავინ ვერ დადგება ხალხის ნებაზე მაღლა. ნედ პრაისი რატომ გვაკრიტიკებს, ეს მას უნდა ჰკითხოთ", - განაცხადა ღუდუშაურმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები