ვოლსკი: არ არსებობს საკითხი, რომელზეც შეიძლება ზურაბიშვილმა ალიევთან ისაუბროს

ვოლსკი: არ არსებობს საკითხი, რომელზეც შეიძლება ზურაბიშვილმა ალიევთან ისაუბროს

25-10-2022, 11:58 - 2022
439
       

„ქართული ოცნების“ ლიდერი, გია ვოსლკი ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა.
 
მისი განცხადებით, არ არსებობს საკითხი, რაზეც პრეზიდენტი ზურაბიშვილი და ალიევი ისაუბრებდნენ.
 
სახელმწიფოს მეთაური ჩვენი კონსტიტუციით არის პრემიერმინისტრი, აზერბაიჯანის კონსტიტუციით - პრემიერმინისტრი. [იყო] გარკვეული დრო, შეზღუდული. ჩადიან გერმანიაში სახელმწიფოს ხელძღვანელები და ხვდებიან კანცლერს, არ ხვდებიან შტაინმაიერს და ამაზე არ ტყდება ამბავი. თემებია ისეთი, რომელიც პირდაპირ პრეზიდენტის უფლებამოსილებაში არ არის გათვალისწინებული და საკმაოდ კარგად იცის ეს პრეზიდენტმაც.
 
[...] ცალკე მოწვევა რა არის? საერთოდ, რომ იწვევ პრეზიდენტს ან პრემიერმინისტრი, პრეზიდენტი, საგარეო საქმეთა მინისტრი, პარლამეტის თავმჯდომარე, იქ საკითხების წრესაც განსაზღვრავ და არ არსებობს ის საკითხების წრე, რომელზეც შეიძლება, სალომე ზურაბიშვილმა, თუნდაც, აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ისაუბროს - საქმეების, საკითხების, შეთანხმების თემა წამოწიოს, როდესაც მისთვის ეს კონსტიტუციით არ არის განსაზღვრული
“, - განაცხადა გია ვოსლკიმ.
 
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ალიევი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა, რაზეც საქართველოს მთავრობამ ინფორმაცია არ მიაწოდა საქართველოს პრეზიდენტს. პრეზიდენტმა აღნიშნულის გამო სპეციალური განცხადება გაავრცელა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები