პარლამენტის ვიცესპიკერის, არჩილ თალაკვაძის თქმით, "ქართული ოცნებისთვის" მიუღებელია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია, რომელშიც ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმრად არის მოხსენიებული.
თალაკვაძის აზრით, სააკაშვილი ქვეყანაში რუსეთის მთავარი მოკავშირეა.
"მიუღებელია, როდესაც საქართველოში რუსეთის მთავარი მოკავშირე, მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც ყველა ანტიევროპული საქმე გააკეთა, ტერიტორიები დაკარგა, ადამიანის უფლებები დაარღვია, საკუთრების უფლება ხელყო და მედია დაარბია, რომელიმე რეზოლუციაში იყოს მოხსენიებული, რომ თითქოს ის პუტინისა და რუსეთის მოწინააღმდეგეა. პირიქით, ამ წლების განმავლობაში, უახლეს ისტორიაში მან ყველაზე მეტი რუსული საქმე გააკეთა. უკრაინის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა უპირობოდ ძლიერი რჩება, თუმცა, მიხეილ სააკაშვილის საკითხის უკრაინასთან დაკავშირება ჩვენთვის გაუგებარიცაა და მიუღებელიც", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.