„სასამართლო არ არის ის თემა, რომლის გამოც ფერხდება კანდიდატის სტატუსის მიღება”, - ამის შესახებ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ლევან მურუსიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც მურუსიძე განმარტავს, სასამართლო თემის ხელზე დახვევა, საუბარი იმაზე, რომ საქართველოში სასამართლო არ არის „ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული ბოროტებაა”.
„რა თქმა უნდა რეფორმები მუდმივად უნდა მიმდინარეობდეს. შემიძლია პირდაპირ გითხრათ, რომ ჩემი აზრით, სასამართლო არ არის ის თემა, რომლის გამოც ფერხდება კანდიდატის სტატუსის მიღება. ამას ყველა ობიექტური წარმომადგენელი დაადასტურებს. რაც შეეხება უკრაინას და მოლდოვას, საქართველოს სასამართლო გაცილებით წინ არის მათთან მიმართებაში. სასამართლოც თემის ხელზე დახვევა იმის, გამო რომ საქართველოში სასამართლო არ არის, ეს ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული ბოროტებაა.
ჩემი გეგმა არის ის, რომ ანგარიშვალდებული ვარ მოქალაქეების წინაშე, მთავარი პრობლემა, რომელიც მე მიმაჩნია, ეს არის გადატვირთულობა, მოქალაქეები წლები ელოდებიან გადაწყვეტილების მიღებას. ეს არ მოხდა 1-2 დღეში, თუმცა უნდა დავიწყოთ ნაბიჯების გადადგმა, რომ უახლოეს დროში მოსახლეობის წინაშე პირნათლები წარვსდგეთ, ჩავაბაროთ ანგარიში, რომ სასამართლო იმუშავებს გამართულად, არ იქნება საქმეების გაჭიანურება”, - განაცხადა მურუსიძემ.