ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე, ნეკა დოროყაშვილი ამბობს, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი მისი მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი არასდროს ყოფილა.
მან იმ ექსპერტზეც გაამახვილა ყურადღება, რომელმაც დაასკვნა, რომ ბასილაშვილი ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი იყო.
"საინტერესოა ის ექსპერტი, ნათია წერეთელი, რომელმაც ნიკოლოზ ბასილაშვილის ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა დადო. ამ ქეისში ინტერესთა კონფლიქტი იყო, რადგან ის რომ ჩემი შვილი იყო ძალადობის მსხვერპლი ამ ქალმა დაადგინა. შემდეგ ალბათ, ნიკოლოზა მოისყდა. გადაუხადა ფული ძალიან ბევრი ნულით. სამართლებრივ ეტალებში ახლა აღარ შევალ. სასამართლო სამხარაულის ექსპერტიზას არ დაეყრდნო. ასე შეოძლება, ნებისმიერი ადამიანი მივიდეს, გადაიხადოს ფული, და დააწერინოს ნებისმირი სახის ფსიქოლოგიური ექსპერტია", - განაცხადა დოროყაშვილმა.