სამტრედიაში 23 წლის გოგონა გლანდების ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა

სამტრედიაში 23 წლის გოგონა გლანდების ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა

22-10-2022, 23:58 - 2022
882
       

სამტრედიაში 23 წლის გოგო გლანდების ოპერაციის შემდგომი გართულებით გარდაიცვალა.


ინფორმაციას ადგილობრივი ჟურნალისტი, ირაკლი ვაჩიბერაძე ავრცელებს.

როგორც ცნობილია, ლანა დარჯანიამ ოპერაცია ქუთაისში გაიკეთა, ის სახლში გაწერეს და ოთხი დღის შემდეგ კი გოგონას სისხლდენა დაეწყო.

დარჯანია სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

დამატებითი დეტალები უცნობია.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები