დოროყაშვილი: სტატუსმა და გავლენებმა მოსამართლის გადაწყვეტილება გადაწონა

დოროყაშვილი: სტატუსმა და გავლენებმა მოსამართლის გადაწყვეტილება გადაწონა

22-10-2022, 16:35 - 2022
476
       

ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში ნეკა დოროყაშვილმა მოსამართლის განაჩენზე ისაუბრა.

მისი თქმით, მოსამართლის გადაწყვეტილებაზე ბასილაშვილის გავლენებმა იმოქმედა.

"ფაქტობრივად, ოფიციალურად მოვაწერეთ ხელი ფემიციდს. რეალურად, მოსამართლემ განაჩენი გამოუტანა ყველა ქალს და ყველა იმ ქალს, ვინც დღესაც - ამ წუთას და ამ წამს იმყოფება ძალადობის ქვეშ. დავრგეთ ყველანაირი იმედი და მოტივაცია, რომ მათ დაუჯერებენ და მათ ექნებათ საშუალება, ხმა გაგვაგონონ. 

რა თქმა უნდა, კატეგორიულად არ ვეთანხმებით მოსამართლის აგდაყვეტილებას. აუცილებლად ვიბრძოლებთ, ჩვენ მივდივართ ყველა ინსტანციაში და, რეალურად, ეს ბრძოლა არ დამთავრებულა, პირიქით, ახლა იწყება. თუ ჩვენ ვერ შევძელით ამ ყველაფრის აღმოფხვრა საქართველოში, ბუნებრივია, ჩვენ წავალთ საერთაშორისო მასშტაბით.  

ბუნებრივია, ჩემი მოლოდინები გამართლდა. რეალურად, ყველამ დავინახეთ, რომ მაინც სტატუსებმა, გავლენებმა, ნაცნობობამ და ა.შ. გადაწონა [მოსამართლის] მისი გადაწყვეტილება", - განაცხადა ნეკა დოროყაშვილმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები