მოსამართლე: ბასილაშვილმა ფსიქოლოგიური ტანჯვა განიცადა

მოსამართლე: ბასილაშვილმა ფსიქოლოგიური ტანჯვა განიცადა

21-10-2022, 21:32 - 2022
433
       

ნეკა დოროყაშვილისა და ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმის მოსამართლემ, ხათუნა ხარვილავამ ქართველი ჩოგბურთელი ყველა ეპიზოდში გაამართლა.

მოსამართლის თქმით, ბასილაშვილმა ფსიქოლოგიური ტანჯვა განიცადა.

"დაცვის მხარემ საქმეში ჩაატარა ალტერნატიული გამოძიება და ამ ალტერნატიული გამოძიების ფარგლებში დაცვამ სასამართლოს წარმოუდგინა ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც ნიკოლოზ ბასილაშვილმა ნელი დოროყაშვილის მხრიდან განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა. ამ დასკვნიდან გამომდინარე ბრალდების ტვირთი ერთგვარად გაიზარდა, ბრალდების მხარეს ერთის მხრივ უნდა დაედასტურებინა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილმა ნამდვილად ჩაიდინა ფსიქოლოგიური ძალადობა და მეორეს მხრივ, ბრალდების მხარეს უნდა გაებათილებინა ის ფსქიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რაც დაცვამ სასამართლოს წარმოუდგინა", - განაცხადა ხათუნა ხარჩილავამ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები