„ძალიან ბედნიერი ვარ, ჩემს შვილთან ამ პროცესების გამო ბოლო 2 წელია ურთიერთობა არ მქონია, მინდა დავიწყო ამ ურთიერთობების აღდგენა და გაციებული ურთიერთობის გამოსწორება“, - ამის შესახებ ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა სასამართლოს მიერ გამამართლებელი განაჩენის გამოცხადების შემდეგ მედიასთან განაცხადა.
ნიკოლოზ ბასილაშვილის განცხადებით, მისი მისამართით გაჟღერებული „ამდენი ცრუ ბრალდება“ ძალიან რთული ასატანი იყო.
,,ველოდები სამართლიან გადაწყვეტილებას, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია და გახარებული ვარ იმ ფაქტით, რომ დადგა სამართლიანი გადაწყვეტილება. ვნერვიულობდი, ძალიან რთული პერიოდი გამოვიარე ჩემს ცხოვრებაში, ჩემი ხმა სატელევიზიო სივრცეში ძალიან არასწორად იყო გაშვებული, ამდენი ცრუ ბრალდება ძალიან რთული ასატანი იყო, ამიტომ ძალიან მიხარია, რომ ყველაფერი დამთავრდა.
მე არ მსურს საჯაროდ ნეგატიური განცხადებების გაკეთება, ის ყველა შემთხვევაში ლუკასის დედა, ამიტომ ბავშვი არის აბსოლუტურად მთავარი”, - აღნიშნა ნიკოლოზ ბასილაშვილმა.