„პირველი მერცხალი, რომელიც კარგის მომასწავებელი ბიძინა ივანიშვილისთვის ნამდვილად არ არის“, - ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში განაცხადა.
ნინო ბურჯანაძის თქმით, ფაქტი ერთია, რომ ვერც ბიძინა ივანიშვილი და ვერც ხელისუფლება „კარგ ხასიათზე ვერ იქნება ამ სანქციების შემდეგ“.
„ამ ეტაპზე, სანქციები მხოლოდ უკრაინის მიერ არის დაწესებული, მხოლოდ უკრაინაში მოქმედებს, მაგრამ ვიცით, რომ უკრაინაში არის სპეციალური უწყება, რომელშიც აქტიურად არის ჩართული მაიკლ მაკფოლი - აშშ-ის ყოფილი ელჩი რუსეთში, ასევე ბევრი სხვა ძალიან ავტორიტეტული ადამიანი და ეს ადამიანები მსოფლიო პოლიტიკურ ელიტაში გარკვეულ განწყობებს ქმნიან. ანუ ეს არის პირველი მერცხალი, რომელიც კარგის მომასწავებელი ბიძინა ივანიშვილისთვის ნამდვილად არ არის“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.