ჯაფარიძე სანქციებზე - ქვეყნის რეპუტაციისთვის დამაზიანებელია

ჯაფარიძე სანქციებზე - ქვეყნის რეპუტაციისთვის დამაზიანებელია

21-10-2022, 15:18 - 2022
354
       

"რა თქმა უნდა, სანქციებში სასიხარულო არაფერია, ეს ქვეყნის რეპუტაციისთვის დამაზიანებელია", - ასე აფასებს "ლელოს" ლიდერი ბადრი ჯაფარიძე უკრაინის მიერ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის 4 წევრისთვის სანქციების დაწესებას.


ბადრი ჯაფარიძის თქმით, ცხადია, ძალიან ცუდია, რომ ეს მოხდა.

„რა თქმა უნდა, დამაზიანებელია ქვეყნისთვის, მაგრამ ეს არის “ქართული ოცნების” ანტიდასავლური პოლიტიკის შედეგი. რა თქმა უნდა, თავისთავად სანქციებში სასიხარულო არაფერი არ არის, როდესაც ადამიანები სანქცირდებიან ეს დამაზიანებელია ქვეყნისთვის, მაგრამ ეს არის „ქართული ოცნების” ანტიდასავლური პოლიტიკის შედეგი", - აცხადებს ჯაფარიძე.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები