ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრების დასანქცირებას "ქართული ოცნების" დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი გამოეხმაურა.
მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლება შურისძიების გზაზე დგას.
"რატომღაც მათ ეგონათ, რომ საქართველო არის მათი გავლენის ქვეშ მყოფი ქვეყანა და საქართველო მათი მოთხოვნისთანავე უნდა ჩართულიყო რუსეთის წინააღმდეგ ომში და აქ გახსნილიყო მორე ფრონტი. ბუნებრივია, ეს არის ის სიგიჟე, რომელსაც საქართველოს არსებული ხელისუფლება და ქართველი ხალხი არასდროს ხელს არ მოაწერს. აქედან გამომდინარე, სწორედ ამ შურისძიების გზაზე დგანან ახლა უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.