ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრების დასანქცირებას "ქართული ოცნების" დეპუტატი მიხეილ სარჯველაძე გამოეხმაურა.
მისი თქმით, დაწესებული სანქციები აბსურდულია.
"უკრაინის ხელისუფლებაში მოკალათებულები არიან ცალკეული ადამიანები, ცალკეული პოლიტიკური ძალები, რომლებსაც ძალიან დიდი სურვილი აქვთ ცეცხლის წამკიდებლის როლი ითამაშონ ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებში და არა მხოლოდ ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებთან მიმართებაში. იმდენად აბსურდული, იმდენად დაუსაბუთებელი, იმდენად უსაფუძვლო არის გადაწყვეტილება სანქციების გამოყენებასთან დაკავშირებით, რომ სიმართლე გითხრათ, მაინც და მაინც სერიოზულად ამის აღქმა უბრალოდ შეუძლებელიც არის", - განაცხადა სარჯველაძე.