მანჯგალაძე - უნდა გავაკეთოთ არჩევანი ივანიშვილსა და საქართველოს შორის

მანჯგალაძე - უნდა გავაკეთოთ არჩევანი ივანიშვილსა და საქართველოს შორის

21-10-2022, 13:09 - 2022
456
       

„სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, სანქციები ძლიერი მექანიზმია, მაგრამ საქართველოს მოქალაქეების გასაკეთებელს ვერც 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულება და ვერც სანქციები ვერ გააკეთებს.


მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ უკვე გააკეთა არჩევანი ივანიშვილის სასარგებლოდ, ახლა ჯერი მოქალაქეებზეა.

„უნდა ვიცოდეთ, რომ ყველა პირი, ვინც შემჩნეული იქნება რუსეთთან ფარულ გარიგებებში, ბიზნეს ურთიერთებში, პუტინის სამხედრო მანქანის დაფინანსებაში, ყველას დაასანქცირებენ. ეს სია მუდმივად განახლებადია, მასში ადამიანების დამატება ხდება. ილუზია არ უნდა შევიქმნათ - სანქციები ძლიერი მექანიზმია, მაგრამ ჩვენს გასაკეთებელს ვერც 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულება და ვერც სანქციები ვერ გააკეთებს. თუ გვინდა, რომ ევროპის ნაწილი ვიყოთ, უნდა გავაკეთოთ არჩევანი ივანიშვილსა და საქართველოს შორის. „ქართულმა ოცნებამ“ უკვე გააკეთა არჩევანი ივანიშვილის სასარგებლოდ, ახლა ჯერი ჩვენზეა“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები