წულუკიანი სანქციებზე: მორიგი მცდელობაა ომში ჩასართავად

წულუკიანი სანქციებზე: მორიგი მცდელობაა ომში ჩასართავად

21-10-2022, 13:00 - 2022
380
       

კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი ბიძინა ივანიშვილს ოჯახის წევრების დასანქცირებას გამოეხმაურა.

მისი განცხადებით, სანქციების დაწესება ომში ჩართვის მორიგი მცდელობაა.

"ჩვენ ვიხილეთ, რომ ეს სანქციები, რომელიც ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის წევრების წინააღმდეგ გამოიცა უკრაინის ხელისუფლების მიერ, ეკუთვნის უშიშროების საბჭოს, როგორც გადაწყვეტილება. უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი კი ის პირია, რომელიც ჩვენს ერს, საქართველოს, ჩვენს სამშობლოს მოუწოდებდა ომში ჩართვისკენ და არ ადარდებდა, რა გავლენას იქონიებდა ეს ჩვენს თაობებზე და იმ ოკუპირებულ ქვეყანაზე, რომელიც უკრაინაზე ადრე იყო, ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება რასაკვირველია, გასაკვირი არ არის. პირადად არ მგონია, რომ გადაწყვეტილებას რაიმე კონკრეტული ეფექტი შეიძლება, ჰქონდეს სანქცირებულ პირებზე, მაგრამ ძალიან სამწუხაროა, რბილად რომ ვთქვა, ქვეყანა, რომელიც ამბობს, რომ მეგობარ სახელმწიფოდ რჩება, ასეთ მტრულ გადაწყვეტილებებს იღებს და ალბათ ეს უნდა აღვიქვათ, როგორც უშიშროების საბჭოსგან მომდინარე გადაწყვეტილება, როგორც მორიგი მცდელობა, საქართველო ჩააბან საომარ მოქმედებებში, მაგრამ ეს არ მოხდება", - განაცხადა თეა წულუკიანმა. 

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები