მდინარაძე სანქციებზე: შანტაჟია, რომ ომში ჩაგვრთონ

მდინარაძე სანქციებზე: შანტაჟია, რომ ომში ჩაგვრთონ

20-10-2022, 23:23 - 2022
480
       

„შანტაჟია, რომ ომში ჩაგვრთონ“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ომში ჩართვაზე უარს მოჰყვა საქართველოს მოქალაქეების დასანქცირება.

„აქ ირიბ და სხვა სახის მინიშნებებზე ვერ ვილაპარაკებთ, უკრაინის რიგი მაღალჩინოსნები და უმაღლესი თანამდებობის პირები სამწუხაროდ, პირდაპირ მოგვიწოდებდნენ ომში ჩართვისკენ. ეს ფაქტია, შეფასებას არ ექვემდებარება. ამ ფაქტს, შემდეგ ამაზე უარს პასუხად მოჰყვა საქართველოს კონკრეტული მოქალაქეების დასანქცირება. მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, ამავდროულად შანტაჟია, რომ აწი მაინც, რამენაირად იქნას უზრუნველყოფილი საქართველოს ომში ჩართვა. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენი, ამ ქვეყნის და მისი ხელისუფლების და ქართველი ხალხის პასუხია, ყველამ თავი უნდა დაანებოს საქართველოს, ან მისი რომელიმე მოქალაქის დაშანტაჟებას ამ ქვეყნის ომში ჩართვის მიზნით. არანაირი საომარი მოქმედებები არ იქნება, ვერავინ გვაიძულებს, რომ ეს ქვეყანა დავღუპოთ. ჩვენ გამოვდივართ ქართველი ხალხის ნებისგან, რომ ავირიდოთ საომარი მოქმედებები და არც ერთ იმგვარ მოქმედებაზე არ წავიდეთ, რომელიც არ გამომდინარეობს საქართველოს ერთი მხრივ სუვერენული და მეორე მხრივ, ეროვნული და ხალხის ინტერესებიდან“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები