ქუთაისში პედოფილიის ბრალდებით ორი პირი დააკავეს - ორივეს ვინაობა ცნობილია

ქუთაისში პედოფილიის ბრალდებით ორი პირი დააკავეს - ორივეს ვინაობა ცნობილია

20-10-2022, 00:46 - 2022
1 485
       

ქუთაისში, პოლიციის მე-5 განყოფილებამ დააკავა ორი მამაკაცი. 
 
გამოძიება მამაკაცებს სკოლის მოსწავლეებთან  სექსუალური ხასიათის ქმედებების ჩადენას ედავება. დაკავებული პირები არიან დ.ზ და გ.რ. 
 
ბრალდებულების ფოტო - სურათებს ადგილობრვი ადვოკატი, ლევან ჭელიძე აქვყნებს და ინფორმაციასაც ავრცელებს.


 
პოლიციამ ერთ-ერთ დაკავებულს  ბრალი უკვე წარუდგინა, ხოლო მეორე პირს ხვალ წარუდგენენ.
 
შეგახსენებთ, რომ ერთი პირი პოლიციამ გუშინ ღამით დააკავა, მეორე კი დღეს.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები