ქუთაისში გარყვნილი ქმედების მცდელობის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს.
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი ჟურნალისტი, ირაკლი ვაჩიბერაძე ავრცელებს. როგორც ცნობილია, შემთხვევა პირველი საჯარო სკოლის მიმდებარედ მოხდა.
საშუალო ასაკის მამაკაცი ბავშვებს თანხის სანაცვლოდ გაყოლას სთავაზობდა, თუმცა ის მანდატურებმა შენიშნეს და სამართალდამცველებთან ერთად ადგილზე დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, აღნიშნული პიროვნება მსგავსი ქმედების ბრალდებით დაკავებული იყო და გირაოთია გათავისუფლებული.
აღნიშნულ საქმეზე დამატებითი დეტალები უცნობია.