ვაკის პარკის საქმეზე თბილისის მერიის თანამშრომელი დააკავეს

ვაკის პარკის საქმეზე თბილისის მერიის თანამშრომელი დააკავეს

18-10-2022, 19:25 - 2022
595
       

ვაკის პარკის ტრაგედიასთან დაკავშირებით დაკავებულებს შორის, ერთ-ერთი თბილისის მერიის თანამშრომელია.
 
შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე - გ.ვ.
 
„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს სამსახურებრივ გულგრილობას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, დაკავებულია თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე - გ.ვ.“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები