ქურდობა ქუთაისის მერიაში- მოპარულია ორი ტელევიზიის ტექნიკა

ქურდობა ქუთაისის მერიაში- მოპარულია ორი ტელევიზიის ტექნიკა

18-10-2022, 11:46 - 2022
617
       

ქუთაისის მერიაში დღეს დილით, 07:15 საათზე უცნობი პირი შეიპარა და ორი ტელევიზიის კუთვნილი ტექნიკა მოიპარა.

ინფორმაციას ადგილობრივი ჟურნალისტი, ირაკლი ვაჩიბერაძე ავრცელებს.

მისივე ინფორმაციით, მოპარულია მისი კუთვნილი კომპიუტერი და "ტვ პირველის" ვიდეო კამერა.

როგორც ცნობილია, ამ დროისთვის დაუდგენელი პირი ქუთაისის მერიის შენობაში ფანჯრიდან შეიპარა და ტექნიკა მოიპარა.

ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები