სენაკში, სამშობიარო კლინიკაში ქალი გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, დაახლოებით 40 წლამდე ასაკის ქალს საკეისრო კვეთა ჩაუტარდა, რის შემდეგაც მდგომარეობა გართულდა, საჭირო გახდა მეორე ოპერაცია, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.
ცნობილია,რომ ახალშობილის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.