რუსთავში პიტბულის ჯიშის ძაღლმა 4 ადამიანი დაგლიჯა.
ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „ინფო რუსთავი“ ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ შემთხვევა გვიან ღამით VIII მიკრორაიონში, შარტავას გამზირზე მოხდა.
მათივე ინფორმაციით, დაზარალებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ცნობილია, რომ ოთხივე მათგანს ნაკბენები კიდურებისა და მუცლის არეში აღენიშნებოდა.