მოსამართლემ ძალადობაში ბრალდებული პატიმრობიდან გაათავისუფლა - რამდენიმე დღეში მოძალადემ 26 წლის ცოლი მოკლა

მოსამართლემ ძალადობაში ბრალდებული პატიმრობიდან გაათავისუფლა - რამდენიმე დღეში მოძალადემ 26 წლის ცოლი მოკლა

17-10-2022, 00:19 - 2022
671
       

თელავში, რამდენიმე დღის წინ, მამაკაცმა 26 წლის მეუღლეს შვილების თანდასწრებით ყელი გამოჭრა. 
 
მოძალადე თორნიკე გამხვეტელაშვილია, რომელიც ამ ტრაგიკულ შემთხვევამდე ძალადობაში ბრალდებული იყო, თუმცა ის მოსამართლემ სასამართლო დარბაზიდანვე გაათავისუფლა.
 
მოსამართლემ, მამუკა წიკლაურმა განაჩენის გამოცხადებისას თქვა, რომ არ არსებობდა დანაშაულის განმეორების საფრთხე და გამხვეტელაშვილი პატიმრობისგან იხსნა.
 
სახლში დაბრუნებიდან რამდენიმე დღეში კი ბრალდებულმა სამზარეულოს დანით მეუღლეს ყელი გამოჭრა.
 
დაზარალებულის ოჯახი მკვლელის უმკაცრესად დასჯის გარდა, მოსამართლის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს. აგებს თუ არა პასუხს მამუკა წიკლაური თავის გადაწყვეტილებაზე, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უნდა იმსჯელოს. მანამდე კი მოკლულის 3 მცირეწლოვანი შვილი დედის გარეშე უმძიმესი ტრავმით, ბებიასთან ცხოვრებას იწყებს.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს, საქართველოში 31 ქალი მოკლეს, 2020 წელს - 27, 2019 წელს კი ქვეყანაში ფემიციდის 22 შემთხვევა აღირიცხა. ბოლო ერთ კვირაში, საქართველოში 3 ქალი მოკლეს.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები