კობახიძე - ივანიშვილი თავიდან ბოლომდე ქართულ საქმეს აკეთებს

კობახიძე - ივანიშვილი თავიდან ბოლომდე ქართულ საქმეს აკეთებს

16-10-2022, 22:49 - 2022
492
       

„ივანიშვილი თავიდან ბოლომდე ქართულ საქმეს აკეთებს“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი განცხადებით, ოპოზიციისთვის ქართული საქმის კეთებაა მიუღებელი.

ბიძინა ივანიშვილი აკეთებს თავიდან ბოლომდე ქართულ საქმეს და ეს არ მოსწონთ მათ, იმიტომ, რომ ესენი არიან უსამშობლო ადამიანები. მათთვის პრინციპულად სწორედ ეს არის მიუღებელი, რომ ვიღაც აკეთებს ქართულ საქმეს და განსაკუთრებით მიუღებელია ის, რომ გამორჩეულად ბევრს აკეთებს ამ კუთხით ბიძინა ივანიშვილი.სწორედ აქედან გამომდინარეობს ის აბსოლუტურად უსაფუძვლო ეპითეტები, რომლებსაც ისინი იყენებენ. რა თქმა უნდა, ეს პირდაპირ მათ უსამშობლობას უნდა მივაწეროთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები