მამუკა ხაზარაძე - საქართველო დგას გზაგასაყარზე

მამუკა ხაზარაძე - საქართველო დგას გზაგასაყარზე

16-10-2022, 15:32 - 2022
342
       

„რა მოხდა მერე, რომ კორუფციაა და ტენდერებს ერთი კომპანია იგებს, რა მოხდა, რომ ვიღაცებს პოლიტიკა მხოლოდ ფულის საკეთებლად სჭირდებათ?! ამ პროცესს და უპასუხისმგებლობას სიცოცხლეები ეწირება“ , - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ 13 წლის მარიტა მეფარიშვილის ტრაგიკული გარდაცვალების ფაქტზე საუბრისას განაცხადა.
 
მისივე თქმით, საქართველო დგას გზაგასაყარზე - „ვიქნებით იმპერიალისტურ ჭაობში და ვიღაცის უკანა ეზო, სადაც გვიკარნახებენ, როგორ ვიცხოვროთ, თუ ვიქნებით თავისუფალი, დამოუკიდებელი და გაერთიანებული ქვეყანა“.
 
ჩვენ ბრძოლა არ გაგვიჩერებია არც ერთი წუთით და გავაგრძელებთ ამ ბრძოლას, რომელიც ეხება საქართველოს. როგორც არასდროს, საქართველო დგას გზაგასაყარზე - ვიქნებით იმპერიალისტურ ჭაობში და ვიღაცის უკანა ეზო, სადაც გვიკარნახებენ როგორ ვიცხოვროთ, თუ ვიქნებით თავისუფალი, დამოუკიდებელი და გაერთიანებული ქვეყანა. ეს გაერთიანება ჩვენი პირადი, როგორც მოქალაქის პოზიციიდან იწყება. გუშინ დავკრძალეთ ანგელოზი ბავშვი, რაც იყო ტრაგედია ყველასთვის, არ მეგულება ადამიანი, რომელმაც შეიძლება ამ ტრაგედიას გულგრილად შეხედოს. ეს არის იმ ჯაჭვის ბოლო წერტილი, რომელსაც თითოეული ჩვენგანი „რა მოხდა მერეს“ სტატუსით უყურებს, „რა მოხდა მერე“ ქვეყანა გავხდით, რა მოხდა, რომ კორუფციაა და ტენდერებს ერთი კომპანია იგებს, რა მოხდა, რომ ვიღაცებს პოლიტიკა მხოლოდ ფულის საკეთებლად სჭირდებათ. ამ პროცესს და უპასუხისმგებლობას სიცოცხლეები ეწირება. ჩვენი ბრძოლა არის მებრძოლი ადამიანების შეკრება, პოლიტიკა უნდა გავხადოთ საქმე, სადაც ამომრჩეველს ექნება ნდობა. რაც არ უნდა მოხდეს ამ ქვეყანაში პოლიტიკურ პასუხისმგებლობას არავინ არ იღებს, აუცილებლად რევოლუცია უნდა მოხდეს? უნდა ვისწავლოთ ცივილური წესით იმ ადამიანების მოყვანა, რომლებიც მართლაც ემსახურებიან ქვეყანას“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები