ახალქალაქში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 22 წლის ბიჭი დაიღუპა

ახალქალაქში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 22 წლის ბიჭი დაიღუპა

16-10-2022, 13:03 - 2022
510
       

16 ოქტომბერს გვიან ღამით ახალქალაქში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის მოპირდაპირე მხარეს, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. 
 
ამის შესახებ ინფორმაციას „სამხრეთის კარიბჭე“ ავრცელებს. 
 
გამოცემის ცნობით, 22 წლის ბიჭი, რომელიც ქუჩაში ფეხით გადაადგილდებოდა მანქანა დაეჯახა.
 
ჩვენთან დაახლოებით ღამის  02:00 საათი იქნებოდა, რომ შემოიყვანეს 22 წლის ბიჭი, უკვე ტერმინალური იყო უგონოდ, ფაქტობრივად გარდაცვლილი შემოიყვანეს და მალევე დაფიქსირდა გარდაცვალება. დაახლოებით 04:00 საათზე ცხედარი პროზექტურაში გადაასვენეს“,- ამბობს „სამხრეთის კარიბჭესთან“ ახალქალაქის რეფერალური ჰოსპიტლის დირექტორი ალექსანდ თოროსიანი.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები