ზელენსკი ბაიდენს მოუწოდებს, რომ უახლოეს დღეებში კიევში ჩავიდეს

ზელენსკი ბაიდენს მოუწოდებს, რომ უახლოეს დღეებში კიევში ჩავიდეს

14-02-2022, 14:31 - 2022
581
       

აშშ-ს პრეზიდენტ, ჯო ბაიდენსა და უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკს შორის სატელეფონო საუბარი შედგა,-ინფორმაციას უკრაინული მედია „სიენენზე“ დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტს მოუწოდა, უახლოეს დღეებში კიევს ესტუმროს.

„დარწმუნებული ვარ, უახლოეს დღეებში თქვენი ჩამოსვლა კიევში იქნება ძლიერი სიგნალი და ხელს შეუწყობს დეესკალაციას. ეს გადამწყვეტია სიტუაციის სტაბილიზაციისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები