„თუ რუსეთი უკრაინასთან ომში გაიმარჯვებს, „ქართული ოცნებაც“ გამარჯვებული იქნება“ - ესტონეთის თავდაცვისა და უსაფრთხოებითს ცენტრი

„თუ რუსეთი უკრაინასთან ომში გაიმარჯვებს, „ქართული ოცნებაც“ გამარჯვებული იქნება“ - ესტონეთის თავდაცვისა და უსაფრთხოებითს ცენტრი

14-10-2022, 20:30 - 2022
480
       

ესტონეტის თავდაცვისა და უსაფრთხოების საერთაშორისო ცენტრი (ICDS) საქართველოს შესახებ სტატიას აქვეყნებს.
 
ცენტრი  წერს, რომ   საქართველოს ბედი ახლა უფრო უკრაინის  ხელშია, და სწორედ ომში მის შედეგებზეა დამოკიდებული ქვეყნის მომავალიც.
 
გარკვეულწილად, საქართველოს ბედი ახლა უფრო უკრაინელი ჯარისკაცის ხელშია, ვიდრე საქართველოს ხელისუფლების, ამომრჩევლის ან ევროკავშირის ხელში. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირმა საქართველოს წარუდგინა 12-პუნქტიანი მემორანდუმი იმ საკითხებზე, რომლებიც წარმატებით უნდა განიხილებოდეს, რათა საქართველოს კანდიდატის სტატუსი კვლავ დაბრუნდეს დღის წესრიგში, საქართველოს მომავალი კურსი ომში უკრაინის წარმატებებით ან წარუმატებლობით განისაზღვრება.
 
რუსეთმა რომ გაიმარჯვოს, ქართული ოცნებაც გამარჯვებული იქნება. თუ უკრაინა თავისუფლებას დაიბრუნებს, შემდგომი მოვლენები განაპირობებს, რომ წავა მმართველი პარტიაც, რომელმაც არასწორი მხარე აირჩია. თუმცა მანამდე უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველოში რუსეთმა მეტ-ნაკლებად მიაღწია ომის მიზნებს, რომელიც კრემლში 2008 წელს დაისახა
“, - ნათქვამია სტატიაში.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები