„მზად ვარ პასუხი ვაგო“ - კალაძე განცხადებას აკეთებს

„მზად ვარ პასუხი ვაგო“ - კალაძე განცხადებას აკეთებს

13-10-2022, 23:20 - 2022
765
       

თბილისის მერმა, კახა კალაძემ კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალში“ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის დროს დაშავებული 13 წლის მოზარდი მოინახულა და აღნიშნა, რომ დაშავებული ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია.
 
კალაძემ თქვა, რომ მზად არის პასუხი აგოს.
 
მინდა, მივუსამძიმრო ოჯახს, ახლობლებს, ნათესავებს, კარგად წარმომიდგენია, რამდენად მძიმე ვითარებაა. მეც გაუბედურებული ვარ, ძალიან შემზარავი ფაქტი მოხდა, უმძიმესია ეს ყველასთვის. უმძიმესია ეს ყველასთვის. გამოძიება ყველაფერს დაადგენს და ვისაც დანაშაული მიუძღვის ყველა აუცილებლად აგებს პასუხს, მათ შორის მეც თუ რამე დანაშაული მაქვს, მზად ვარ, კანონის წინაშე ვაგო პასუხი“, - განაცხადა კახა კალაძე.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები