„გოგონა შემოიყვანეს გულის გაჩერებით, მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა“ - ექიმის განცხადება

„გოგონა შემოიყვანეს გულის გაჩერებით, მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა“ - ექიმის განცხადება
13-10-2022, 17:17 - 2022
385

ვაკის პარკში, დენის დარტყმის შედეგად გარდაცვლილი მოზარდის შესახებ ხეჩინაშვილის კლინიკის ექიმმა რამდენიმე წუთის წინ გააკეთა განცხადება.
 
მისივე ინფორმაციით, მეორე მოზარდი მართვით სუნთქვაზეა.
 
მოხდა პირველი პაციენტის, ბიჭის მდგომარეობის სტაბილიზაცია, მართვით სუნთქვაზე გადაყვანა, დასტაბილურების შემდეგ, გადაყვანილ იქნა პედიატრიულ კლინიკაში, რაც შეეხება გოგონას, 13 წლის, შემოვიდა გულის გაჩერებით, რეანიმაციული ღონისძიებები უშედეგო აღმოჩნდა, დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი“, - განაცხადა ხეჩინაშვილის კლინიკის ექიმმა.
 
შეგახსენებთ, რომ სამი ბავშვი ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა. დენის დარტყმის შემდეგ ისინი კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის მდგომარეობა თვითმხილველების თქმით, თავიდანვე მძიმე იყო.
 
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.
 
ცნობისთვის, ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია გუშინ დასრულდა.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა