პროკურატურის ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სუს-ის უფროსის ყოფილ მოადგილეს, სოსო გოგაშვილს ბრალდება დაუმძიმდა.
მას სახელმწიფო საიდუმლოების განზრახ გახმაურების და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტებზე დამატებით ახალი ბრალდება წარედგინა.
"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან უკანონოდ გატანილი საიდუმლო ინფორმაციის ნაწილი ბრალდებულმა გადასცა სხვა პირს, რითიც მან ჩაიდინა სახელმწიფო საიდუმლოების განზრახ გახმაურება. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულს უკანონოდ ჰქონდა მოპოვებული არაერთი პირის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ვიდეომასალა, რომლებსაც უკანონოდ ინახავდა მის კუთვნილ ელექტრონულ მოწყობილობებში.
გარდა ზემოხსენებული ახალი ეპიზოდებისა, საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ი.გ. ასევე ბრალდებულია სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, პერსონალური მონაცემების ხელყოფის და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, რაც გამოიხატა შემდეგში", – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.