ბოკერია - ჩვენ გვყავს მოღალატე ხელისუფლება

ბოკერია - ჩვენ გვყავს მოღალატე ხელისუფლება

11-10-2022, 00:53 - 2022
353
       

“უკრაინას ბევრად მეტი მხარდაჭერა სჭირდება დასავლეთისგან, რომ საფრთხეები შემცირდეს”, - ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ყველა მოქალაქისთვის პირველ რიგში მორალური ინსტინქტია, უკრაინას სოლიდარობა გამოუხატოს ნებისმიერი ფორმით.

“ჩვენ გვაქვს ჩვენი ეროვნული ინტერესი. როდესაც ასეთ რთულ დროს გვყავს მოღალატე ხელისუფლება, მნიშვნელოვანია მორალური სიცხადე გვქონდეს ქვეყანაში. მნიშვნელოვანია საჯაროდ დაფიქსირდეს, ვინ არის ჩვენი მტერი და მოყვარე.

ასეთ დროს ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ამ რეჟიმის შეცვლისთვის და ქვეყნის ჭაობიდან გამოსაყვანად, ჩვენი მოქალაქეები გამოვიდნენ და საჯაროდ გააპროტესტონ.

დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინა ბრძოლას გააგრძელებს, ამას დასავლეთისგან მხარდაჭერის ზრდა მოჰყვება. ბევრად მეტი მხარდაჭერა სჭირდებათ იმისთვის, რომ საფრთხეები შემცირდეს, სანამ პუტინი არ იქნება დამარცხებული”, - განაცხადა ბოკერიამ.






       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები