აშშ-ის საელჩო კიევიდან ლვოვში გადადის,- ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, გადაწყვეტილება დროებითია და საელჩოს გუნდი მუშაობას ლვოვში განაგრძობს.
„გადაადგილება ახლა, კვირას მიმდინარეობს. ეს არის დროებითი გადაწყვეტილება, საელჩოს გუნდი დაბრუნდება კიევში, როგორც კი უსაფრთხოების ვითარება საშუალებას მისცემს. ლვოვში იმუშავებს საელჩოს მთავარი გუნდი, დეპარტამენტების ხელმძღვანელები და ა.შ.“, – აცხადებს დიპლომატიური წყარო.