ღარიბაშვილი - ქვეყანაში არის დემოკრატია

ღარიბაშვილი - ქვეყანაში არის დემოკრატია

9-10-2022, 19:47 - 2022
448
       

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დღეს ქვეყანაში არის დემოკრატია.

ირაკლი ღარიბაშვილი „ქართულ ოცნებიდან“ დეპუტატების გასვლას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს მათი კონსტიტუციური უფლებაა.

„მე უკვე 2-ჯერ, 3-ჯერ გავაკეთე ამ საკითხზე ძალიან დეტალური კომენტარი. ყოველ ჯერზე, როცა მნახავთ, ერთი და იგივე ვიმეორო, მგონი, საინტერესო არ არის. გეტყვით შემდეგს, რომ დღეს ქვეყანაში არის დემოკრატია, ნებისმიერ ადამიანს თუ ექნება სურვილი, შეუძლია შეუერთდეს ამა თუ იმ ორგანიზაციას და გაერთიანებას, ეს არის მათი კონსტიტუციური უფლება. ჩვენ გვაქვს ჩვენი მტკიცე პოზიცია, მტკიცე არჩევანი, ეს არის ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაცია, რომელიც კონსტიტუციაში არის ასახული და ამ არჩევანს ვერავინ შეცვლის. ამიტომ, მშვიდად იყავით“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ კიდევ 5-მა დეპუტატმა დატოვა და მმართველი გუნდიდან გასული ე.წ. ოთხეულის მიერ დაფუძნებულ საზოგადოებრივ მოძრაობა „ხალხის ძალას" შეუერთდა.

კერძოდ, „ქართული ოცნებიდან“ გავიდნენ დეპუტატები: ზაალ მიქელაძე, ეკა სეფაშვილი, დავით კაჭარავა, ვიქტორ ჯაფარიძე და დაჩი ბერაია. შესაბამისად, „ხალხის ძალა“ საქართველოს პარლამენტში 9 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი














       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები